„თითქმის სამთვიანი ბრძოლის ბედნიერი დასასრული.. ჩვენი საყვარელი მართა უკვე ბედნიერი მშობლების გვერდითაა და მათთან ერთად შეხვდება თავის პირველ ახალ წელს,“ – Bau International Hospital სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს ავრცელებს.
„მართა ნაადრევად, 29-ე კვირაზე დაიბადა და მხოლოდ 800 გრამს იწონიდა, სიცოცხლის პირველივე წუთებიდან არაერთი პრობლემის დაძლევა მოუწია ჩვენი მედიკოსების დახმარებით..
ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს ძლიერ გოგოს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.