ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუა გამომწერების კითხვებს პასუხობს:
გამომწერები დაინტერესდნენ, როგორ ჩაიარა საკეისრო კვეთის შემდგომმა დღეებმა. რაზეც ნანუკა გულუა პასუხობს, რომ ურთულესი დღეები გაიარა.
„ურთულესი დღეები გავიარე, ნინაზე ასე ცუდად არ ვყოფილვარ, მგონი გავიარე და ამ საშინელ დღეებს აღარ დავუბრუნდები“, – წერს ნანუკა და მომავალ დედებს მიმართავს, რომ თუ მათაც მშობიარობის შემდეგ ასეთი დეპრესია ექნებათ, ის მაქსიმუმ 2 კვირაში გაივლის.