“თამარ მეფის პრეზერვატივზე გამოსახვა მარკეტინგია, სხვის საფლავზე დაფსმა-გამოხატვის თავისუფლება, დროშის დაწვა ასე მკაცრად არ უნდა ისჯებოდეს”

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ალტ-ინფოს წევრების დაკავებას ეხმიანება:

თამარ მეფის პრეზერვატივზე გამოსახვა მარკეტინგია, სხვის საფლავზე დაფსმა_გამოხატვის თავისუფლება, დროშის დაწვა ასე მკაცრად არ უნდა ისჯებოდეს 6 წლით, დააკისრე დიდი ფულადი ჯარიმა, შეაკერინე 10000 ცალი, რა ვიცი, რა ვიცი – წერს ნინო ნადირაძე.

ცნობისთვის, ალტ-ინფოს წევრებმა, ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისის მერიასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და შენობის წინ დაწვეს.  დაახლოებით ერთ საათში კი ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და აღნიშნული პირები დააკავეს.