მომღერალმა ნინი შერმადინმა და ანსამბლმა „იმედმა“ ზუგდიდში კონცერტი გამართეს.
წარმატებულ და ემოციებით სავსე საღამოს, ნინი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„სავსე დარბაზი, სასწაულად თბილი და კეთილი მაყურებელი, ულამაზესი განათება, უმაღლესი დონის გახმოვანება, გენიალური ანსამბლი „იმედი“ საოცრად ორგანიზებული კონცერტი!
23 წლის შემდეგ, პირველი სოლო კონცერტი შედგა ზუგდიდში კომბინატის სცენაზე Lasha Todua უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის! ძალიან მიყვარხართ ჩემო ყველაზე ტკბილო მეგრელებო! მომავალ შეხვედრამდე,“ – წერს ნინი.