“22 იანვრამდე საქართველოში ვარ, გეხვეწებით დამეხმარეთ ორგანიზებაში”

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მეგობრებო თბილისში ვარ, გავაკეთოთ აქცია, კონცერტი, გავაკეთოთ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი, მე მზად ვარ სოლო კონცერტებიც გავაკეთო. გეხვეწებით დამეხმარეთ ორგანიზებაში. დარწმუნებული ვარ ყველა ჩემი კოლეგა შემომიერთდება. დღეს ჯადოსნური დღეა, ოცნებები ხდება. გთხოვთ გადავარჩინოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. გააზიარეთ ყველამ 22 იანვრამდე საქართველოში ვარ და გამომიყენეთ ყველაფერში გთხოვთ  მარტო ვერ გავაკეთებ ვერაფრის ორგანიზებას და დამეხმარეთ გთხოვთ – წერს ნინი შერმადინი.