“პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ, მეოთხე სეზონის მონაწილე, სოფი ნურაშვილი მიმართვას ავრცელებს.
„ჩემო ძვირფასებო, ეს სამი თვე იყო ძალზედ დასამახსოვრებელი. დარწმუნებული ვარ, მე-4 სეზონი როდესაც გაგახსენდებათ, გაგახსენდებით მე. ზოგადად, ნეგატივი ყველას ავიწყდება, კარგი ყველას ახსოვს.
@primehouse.r2, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა საკუთარი თავის გამოვლენის. თქვენი გუნდი არის უაღრესად პროფესიონალური, მეგობრული და ყველანი ძალიან მიყვარხართ.
თქვენ რომ არა, მე არ მექნებოდა პლატფორმა, ვერ მნახავდა სრულიად უცნობი ხალხი. უდიდესი სიყვარული მივიღე თქვენგან! მომენატრებით!
ჩემო ძვირფასებო, ჩვენ, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ! მე ძალიან ამაყი ვარ, რადგან ჩემი გულშემატკივრები არიან ძალიან წარმატებული, განათლებული და მშრომელი ხალხი, მათი წარმატებით და ისტორიებით ვოგნდები, მიყვარხართ ძალიან.
მე თავს ცოტა გაურკვევლობაში ვგრძნობ, მაგრამ თითქოს უცხო არ არის ეს ყველაფერი ჩემთვის…
ნამდვილად ვიმსახურებდი ფინალს და ნამდვილად ველოდი კიდევაც. უბრალოდ, აღარ შემეძლო. ჩემს 100%-ს გადაცემაში ვდებდი, და ნამდვილად ვეღარ შევერკინებოდი გამოცდილ 4-სეზონის გზის ადმინებს, გარეთ გაშავებებს, ცრუ ბრალდებებს. მენეჯმენტიც ახლა ვისწავლეთ … მაგრამ ცხოვრება გაკვეთილს გვასწავლის! მჯერა, როდესაც ის რაღაც ღირებულს რომ გართმევს, უფრო დიდს, უკეთესს გვაძლევს,“ – წერს სოფი ნურაშვილი.