მიმდინარე სარეაბილუტაციო სამუშაოების გამო, წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია. არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილებს საცობში საათობით დგომა უწევთ. ერთ-ერთ ასეთი შემთხვევის დროს, მოშიებულმა მძღოლმა საკვები პირდაპირ საცობში გამოიძახა. ვიდეოს ფესბუქის გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
დღეს დიდუბეში ისეთი საცობი იყო, მძღოლმა კურიერი საცობში გამოიძახა – ვკითხულობთ ინფორმაციაში.