2 იანავრს, გვიან ღამით, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოცეკვავე მარი ბაბეტა ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა.
მომხდარის თაობაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ერთ-ერთი ვერსიით ქალმა ჯერ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელი შეუშალეს, უკან გზაზე გადმოსვლისას “მერსედესის” მარკის ავტომობილი დაეჯახა. შსს-მ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, გამოკითხულია ავტომობილის მძღოლიც.
გოგონა, რომელიც მომხდარს შეესწრო და მარი ბაბეტას კარგად იცნობდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ეს არხები რომ წერთ იპოვესო, სად მოხდა საერთოდ იცით?იპოვეს კი არა მანქანამ დაარტყა სანაპიროზე,რესტორანი Stella-ს წინ, შარდენის კიბეებთან. მანდ ვიყავი 4-ის წუთებზე გზაზე ცხედარი რომ ვნახე მიწაზე შავ მეშოკში და შარდენზე ასვლისას მომახსენეს, რომ ის ბაბეტა იყო. უბედური შემთხვევის მსხვერპლია, თავისი შვილისთვის ცხოვრობდა და ყველაფერს აკეთებდა და იმ სისულელესაც ნუ მიაწერთ, რომ თავი მოიკლა. პირველი ვიყავი, ვინც სთორი დავდე გვიან ღამე დილამდე არ მინდოდა დამეჯერები. ნათელში იყოს შენი სული” – წერს გემა ხაგუში.