„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვინაიდან ბევრი კითხვაა, ყველას ერთად ვპასუხობ: მაჟორიტარი ვიქნები. არჩევნები და საერთოდ, პოლიტიკა ჩემთვის ბრძოლაა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჩემი სახით, წინა ხაზზე უნდა იდგეს. სად წავალ, ვიცი. ისიც ვიცი, ბევრგან მიმიღებენ, ამიტომაც ოლქს ჩემი წარმოშობის კუთხით შევარჩევ, ბავშვობა სად გავატარე- ამ ნიშნით, თუ მთელი შეგნებული ცხოვრება ტერიტორიულად სად ვცხოვრობ- ამ კრიტერიუმით, არა მგონია, რომ ამგვარ კლასიფიკაციას არსებითი დატვირთვა ჰქონდეს.
ბორჯომიდან დაწყებული ყაზბეგით დასრულებული, ლაგოდეხიდან დაწყებული აჭარით გაგრძელებული, ყველგან მიმიღებენ და სიმართლე გითხრათ, უზომოდ მადლიერი ვარ საქართველოს ყველა კუთხის მაცხოვრებლების, რომლებიც უანგაროდ, სიყვარულით მგულშემატკივრობენ. ამ ალალ ხალხს ვეუბნები: ყველაფერი კარგად იქნება. ამჯერად გამარჯვებას ვეღარ წაგვართმევენ!!!
ჩვენი გამარჯვება- შენი გამარჯვებაა!
შენი გამარჯვება- ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს გამარჯვებაა !!!“ – წერს ირმა ინაშვილი.