თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოცეკვავე მარი ბაბეტა ემსხვერპლა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სიყალბესა და ფარისევლობაზე წერს, რომელიც მოცეკვავის გარდაცვალების შემდეგ დაინახა.
„ბაბეტაზე რაც გარდაცვალების შემდეგ ხდება, რა მარაზმია. მანამდე როგორი იყო მისი შეფასებები და დღეს, ერთ დღეში, როგორ შეუყვარდა ბევრს.
სიკვდილზე ვგიჟდებით. როცა მოვკვდები, ვისაც დღეს არ გიყვარვართ, არ მოგწონვართ, გიკრძალავთ ყალბ სტატუსებს:)
და ვისაც გიყვარვართ სიკვდილამდე მირჩევნია ამის გაგება“ – წერს ნანუკა ჟოჟოლიანი.