მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეხმაურება მარნეულში ძაღლზე ძალადობის უსასტიკეს შემთხვევას და წერს:
„არ ჩართოთ ძაღლზე ძალადობის ვიდეო! ვერ ვხუჭავ თვალს… ხვალ დილიდან გადაღება მაქვს და ვერ ვისვენებ… რა ვერ შემოიღეთ კანონი! ეს რა სასაკლაოა! რა ბოროტება მძვინვარებს! რა სადიზმია! სად იზრდებით! თქვე ავადმყოფებო!!!!!!! ხალხო ცხოველზე მოძალადე ადამიანზეც იძალადებს, დაუცველზე, ქალზე, ბავშვზე! ამას ვინც იღებს ისინიც გასასამართელებლები ხართ! მეშინია თქვენი! ეს რა ჯოჯოხეთია! ეს რა ვნახე!
17 იანვარს, ყველას გელოდებით, კლუბ ეგოისტში, 7 საათზე, ჩემი წამოწყებული აქციაა, რომ რაც შეიძლება მეტი მიუსაფარი ძაღლი დაბინავდეს. არ ვიცი რას ვწერ მაგრამ არანაირი დამამშვიდებელი არ მშველის… ძალიან ცუდად გავხდი…“