“როცა ამას კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის დეკანი ამბობს, ტრაგედიაა”

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

ჟურნალისტიკაში სტანდარტი არ არსებობსო, – განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა ბაია დვალიშვილთან წუხანდელ საუბარში.
როცა ამას „ფორმულას”(მანამდე – „ტვ პირველის”) ჟურნალისტი ამბობს, უბედურებაა;
როცა ამას კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის დეკანი ამბობს, ტრაგედიაა.
P.S.
„ჟურნალისტი პროფესიონალად რომ მივიჩნიოთ, ის უნდა იქცეოდეს და მუშაობდეს პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.”
ტ. რეპკოვა, „ახალი დროება…”
/ წიგნის „ორიგინალი გამოიცა ინგლისურ ენაზე გაზეთების მსოფლიო ასოციაციის მიერ, პარიზი პირველი გამოცემა , 2001″;
„წიგნი ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭომ(IREX)”; თბ., 2006 / – სტილი დაცულია.

***
და ვეკითხები კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ბატონ კახა შენგელიას:
იცით, ვის აბარია თქვენს უნივერსიტეტში მომავალ ჟურნალისტთა ბედი?!
ვეკითხები საქართველოს განათლების(არა მხოლოდ) მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს.
იცით, რომ ეს ქალბატონი აკრედიტაციის საბჭოს ექსპერტია და სხვა უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის სწავლების ბედსაც წყვეტს?!

***
და რატომღა გვიკვირს, ჟურნალისტები პროფესიულ სტანდარტებს რომ არ იცავენ?!“, – წერს იოსებ ჭუმბურიძე.