მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი თავის მეგობარზე, მსახიობ ზურა ბერიკაშვილზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
,,რადგან მწერთ და გაინტერესებთ, გეტყვით: ზურა ბერიკაშვილი ზეგ გერმანიაში გადაჰყავთ… დღეს გააღვიძეს, თვალი გაახილა…”, – დაწერა ირაკლი ჩოლოყაშვილმა სოციალურ ქსელში.
ზურა ბერიკაშვილი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ინფარქტის დიაგნოზით უგონო მდგომარეობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს. ის ბუნებრივ კომაში იყო.