გოჩა ჩერტკოევი ჟურნალ „სარკესთან“ იმ გაჭირვების შესახებ საუბრობს, რომელიც მან და მისმა მეუღლემ ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, პირველ პერიოდში გამოიარეს:
„თავიდან ძალიან გვიჭირდა, კვირაში 10 დოლარად ვცხოვრობდით. მე და შორენას ბავშვის საწოლის იქით-აქეთ, იატაკზე გვეძინა, ბავშვი თუ გადმოვარდებოდა, ჩვენ დაგვეცემოდა. მაგრამ ყველაფერი ძალიან გვიხაროდა. თანხას ვზოგავდით, რომ შემდეგ კონკურსზე გავფრენილიყავით. ფანტასტიკურად კი გამოვიყურებოდით, მაგრამ შიმშილით ვკვდებოდით. შრომა მალე დაგვიფასდა და ამერიკამ გვაღიარა…“