„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეთორმეტე სეზონის ფინალის გამარჯვებულები – თედო ბექაური და ანნა ბირთველიშვილი გადაცემა „იმედის დილის“ სტუმრები იყვნენ.
თედოს თქმით, ჯერ კიდევ ვერ აანალიზებს თუ რა ხდება მის თავს.
„ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ თუ რა ხდება ჩემს თავს, გულის სიღრმეში როგორც ყველა მეც ველოდებოდი გამარჯვებას. მთავარია პროცესს სწორად მიჰყვე, არ დაკარგო შენი თავი, მაყურებელი. დიდი შრომა გვიწევდა ჩვენი მაყურებლისთვის“.
როგორც მისი მეწყვილე, ანა ბირთველიშვილი ამბობს, ცეკვის მომენტი სანერვიულო არ იყო, მაგრამ როცა გამარჯვებულის გამოცხადების დრო მოვიდა, თედო დაიძაბა და ძალიან ინერვიულა.