ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი 15 წლის ასაკში, აფხაზეთში გაიცნეს. ემიგრაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების მიუხედავად, წყვილი წლების შემდეგ ერთმანეთის სიყვარულმა გააერთიანა.
“სოხუმში დაწყებული ჩვენი სიყვარულის ისტორია, როცა 15 წლის თინეიჯერები ვიყავით 40-წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკაში განახლდა. სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც ერთმანეთს შევხვდით და თავიდან დავიწყეთ ცხოვრება” – ამბობს ნინო კვარაცხელია.