ყველასთვის საყვარელი მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი, ცნობილ მეცო-სოპრანოზე, ანიტა რაჭველიშვილზე წერს:
„ერთ-ერთი ადამიანი, ვისი ფანიც ვარ, არის ანიტა რაჭველიშვილი. მისი ყველაფერი მომწონს. სიმღერაზე ჩვენ რა უნდა ვილაპარაკოთ, მსოფლიომ აღიარა დიდი ხანია.
მისი ყველაფერი: ვგულისხმობ, პლასტიკას, ვიზუალს ყველაფერს.
ერთი სული მაქვს, აქტიურად დაუბრუნდეს სცენას და ნებისმიერ ქვეყანაში ჩავფრინდები პრემიერაზე.
მომენატრა ნამდვილი საოცრების სცენაზე ახლოდან ნახვა“, – წერს სტეფანე.