მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართა.
კონცერტი ძველით ახალ წელსა და საქართველოს დროშის დღეს მიეძღვნა.
კონცერტს, რომელსაც 600-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი დაესწრო, Royal Marina Hotel- ის დიდ მისაღებ დარბაზში გაიმართა.
ულამაზესი საღამოს ორგანიზატორები კი იყვნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, ლელა შურაპოვა და ზურა ჯავახიშვილი.
კონცერტის ერთ ერთი ემოციური მომენტი საქართველოს ჰიმნის შესრულება იყო, რა დროსაც ქართველმა ემიგრანტებმა ცრემლები ვერ შეიკავეს.