2024 ევროვიზიაზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს.
სიმღერის საერთაშორისო კონკურსი, წელს,შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. სიმღერის შესარჩევად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.
ევროვიზიამდე ნუცამ მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკურსზე მისთვის დათმობილ სამ წუთში სურს საკუთარი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინოს.