ვალერი მელაძის მამა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე და ვალერი მელაძეების მამა მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ შოთა მელაძის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ დამძიმდა. კაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვალერი მელაძემ მაშინვე შეწყვიტა საკონცერტო ტური, რათა მამასთან ყოფილიყო.
20 იანვარს დილით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელაძის მამა აავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.