“როცა იორდანეზე ვარ, მუდმივად 12 წლის წინანდელი ეს საოცარი წუთები მახსენდება”

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში საქართვეოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად გადაღებულ ფოტოს და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

“როცა იორდანეზე ვარ, მუდმივად, 12 წლის წინანდელი, ეს საოცარი წუთები მახსენდება. დრო მივა, დეტალურად აღვწერ, რა იყო და როგორ ჩავედით თებერვლის სიცივეში მდინარე იორდანეში. 

გილოცავთ ნათლისღებას და ღვთის განცხადების დიდ დღესასწაულს – წერს ლაშა ჟვანია.