გუშინ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე -პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს. ამ დროს სულაბერიძე წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
საბედნიეროდ მამაკაცი სიკვდილს გადაურჩა.
სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ხატია სიჭინავა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე და წერს, რომ 90-იანი წლების გავლა თავიდან გვიწევს…
“წყნეთის გზაზე… იქ სადაც ყოველდღე ვმოძრაობ ბავშვებით, ჩაცხრილეს ლერი სულაბერიძის მანქანა…
ხომ შეიძლებოდა შემთხვევით უკანა მანქანა ჩემი ყოფილიყო.
ნუთუ მართლა თავიდან გავივლი 90-იანებს და ისევ ჩვეულებრივი მოვლენა იქნება მკვლელობების სერია საქართველოში…” – ხატია სიჭინავა.