„მესამე გოგო რომ შემეძინა, ქუჩაში ერთი ქალი წინ გადამიდგა, ალბათ ბიჭი გინდოდათო და მასწავლა, ბატონო დავით, აი რომ დაიწყებთ, ცოტა გვერდზე უნდა..“

მწერალი დათო ტურაშვილი გადაცემა „კაცებს“ სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა და სახალისო ისტორიები მოყვა.

„სულ გოგოები მყავს ყველა. 5 ძაღლიანად. მესამე შვილი სოფიო, რომ გაგვიჩნდა, მოვდივარ ქუჩაში და უცნობი ქალი წინ გადამიდგა. გავიგე მესამე კიდევ გოგო გაგიჩნდათ, ალბათ მაინც ბიჭი გინდოდათო. ვეუბნები არა, ბავშვობიდან ასე მინდოდა 4 გოგო და მერე გადავალ ბიჭებზე მეთქი..

გაიხედა, გამოიხედა, ცოტა ხმას დაუწია, ახლოს მოვიდა და მეუბნება.. მე გეტყვით რა უნდა გააკეთოთო. მეუბნება ბატონო დავით, აი რომ დაიწყებთ, ცოტა გვერდზე უნდა..

რომ ამიტყდა სიცილი, ადგა და წავიდა“- ამბობს დათო ტურაშვილი.