ია ნინიძე სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური ტექსტით ეხმაურება:
„ჩემი სოსო, რა უნდა დავწერო, როგორი მეგობრობა და ძმობა გვაკავშირებდა. შენ იყავი, ხარ და ყოველთვის იქნები ჩემთვის ერთგული რაინდი. ცრემლები მახრჩობს.
სოსო ჯაჭვლიანს ყველა იცნობს ფილმიდან „ნატვრის ხე”, რეჟისორმა აბულაძემ მისთვის გენიალურად შექმნა გედიას როლი. შეუძლებელია სიტყვებით აღწერო ის მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებდა. ის იყო გულწრფელი ქართველი და შვილი საკუთარი ხალხის. ვილოცებ მისი სულისთვის”, – წერს ია ნინიძე.