“საქართველოში რომ ვცხოვრობდი, ვიცოდი მის შესახებ, კიდევ მღერის?”

8 თე­ბერ­ვლის ღა­მეს UFC 298-ზე, ეს­პა­ნე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ილია თო­ფუ­რია გა­მო­ვა. ის ქამ­რის­თვის მოქ­მედ ჩემ­პი­ონ ალექს ვოლ­კა­ნოვ­სკის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­ლებს.

27 წლის ასაკ­ში თო­ფუ­რია პირ­ვე­ლად შე­ვი­და ტი­ტუ­ლო­ვან წრე­ში: ის UFC-ში 2020 წლი­დან ას­პა­რე­ზობს და რე­კორ­დი 6-0 აქვს დამ­ყა­რე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თო­ფუ­რია პო­პუ­ლა­რო­ბას ახლა იძენს, უკვე თა­მა­მად მი­ი­წევს მწვერ­ვა­ლის­კენ.
რუ­სუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის გვა­რი თო­ფუ­რია უფრო მე­ტად ასო­ცირ­დე­ბა სხვა პი­როვ­ნე­ბას­თან – მომ­ღე­რალ­თან და ჯგუფ “A’Studio”-ს სო­ლისტ, ქეთა თო­ფუ­რი­ას­თან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ წლე­ბია რაც რუ­სეთ­ში გა­და­ცხოვ­რდა, სა­დაც კა­რი­ე­რა და ოჯა­ხი ჰყავს.

არი­ან თუ არა ილია და ქეთა თო­ფუ­რი­ე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი – ამ კი­თხვით რუ­სუ­ლი მე­დია და­ინ­ტე­რეს­და. ქეთა ილი­ა­ზე 11 წლით უფ­რო­სია და არა­სო­დეს უსა­უბ­რია ვარ­სკვლავ მებ­რძოლ­თან შე­საძ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე (მას ინ­სტაგ­რამ­ზე მხო­ლოდ 600 ათა­სით ნაკ­ლე­ბი გა­მომ­წე­რი ჰყავს – 2,8 მი­ლი­ო­ნი 2,2 მი­ლი­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ).

ამას­თან, ილია თო­ფუ­რი­ას მომ­ღე­რალ­თან კავ­ში­რის შე­სა­ხებ ერთხელ უკვე ჰკი­თხეს: “დიახ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვცხოვ­რობ­დი ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ. ჩვენ პი­რა­დად არ ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მისი სა­ხე­ლი ბავ­შვო­ბა­ში გა­ვი­გე. ის კი­დევ მღე­რის?

ჟურ­ნა­ლის­ტი: დიახ, რა თქმა უნდა. ის რუ­სეთ­ში გა­მო­დის

ილია თო­ფუ­რია: მა­გა­რია