“ასე, მაკიაჟით მოსული უბრალოდ შემამოწმა ექიმმა და აღმოჩნდა რომ პროცესები დაწყებული იყო“

რუსკა ქარქაშაძე გუშინ პატარა ზუკა მოწონელიძის დედა გახდა. დღეს სოციალურ ქსელს აქტიურად დაუბრუნდა და საკუთარ გამოცდილებას, სხვებსაც უზიარებს.

რუსკას თქმით, უბრალოდ შემოწმებაზე იყო მისული, სავარაუდო თარიღამდე 12 დღით ადრე და აღმოჩნდა, რომ სამშობიარო პროცესები დაწყებული ჰქონდა. გაუტკივარება გაუკეთდა და ფიზიოლოგიურად იმშობიარა. მშობიარობას მისი მეუღლე ლაშა მოწონელიძეც დაესწრო.