პარტია “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ჩემი მტრის მტერი ყველა ვარიანტში ჩემი მეგობარი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მტერიც და მისი მტერიც რუსები არიან, ყველა რუსი კი მტერია,
მესმის, რომ ძულდა ვლადიმირი, მესმის რომ ბრაზობთ, როცა წერენ “გარდაიცვალა,” თქვენ მიგაჩნიათ, რომ ის მოკლეს და ანტიპუტინისტობის გამო მოგწონდათ ნავალნი, თუმცა გავიხსენოთ რამდენი ანტიქართული, განცხადება აქვს გაკეთებული… მას სძულდა პუტინი და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ტიპური რუსი, შოვინისტი და იმპერიალისტი არ იყო აწ განსვენებული ნავალნი. მე ვერ ვიგლოვებ ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტერს, ვერ ვიგლოვებ თავისუფალი საქართველოს იდეის მტერს ანუ ნავალნის:
⭕️ 2008 წლის ომის წამოწყებისას ის მიიჩნევდა, რომ საქართველოს გენშტაბისთვის საკრუიზო რაკეტა უნდა ესროლათ.
⭕️ ის ქართველებს გვეძახდა მღრღნელებს.
⭕️ 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს გამართულ გაეროს უშიშროების სხდომაზე კოსტარიკამ დაიცვა ქართული სახელმწიფოს ინტერესები, რის გამოც ნავალნიმ შემდეგ “მისახედ” ქვეყნად კოსტარიკა დაასახელა, როცა საქართველოს დაბომბვას დაასრულებდნენ.
⭕️ სობჩაკის კითხვას – რუსეთი მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დაუბრუნებდა თუ არა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს, ნავალნიმ უპასუხა, რომ არა‼️
⭕️ მის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის ტერიტორიებად არის მონიშნული.
⭕️ მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეადარა ჰიტლერს და თქვა, რომ ქართველებმა ომი რუსეთის წინააღმდეგ დავიწყეთ 2008-ში.
ამ და სხვა ანტიქართული რუსულ-შოვინისტური მიდგომების გამო ჩემთვის მოკვდა ერთი რუსი. უკაცრავად მგლოვიარეების ემოციებთან – წერს ბუჩუკური.