გადაცემა „სხვა რაკურსი“ ზესტაფონში, თამარ ოდიკაძეს სტუმრობდა, რომელმაც თავისი ასრულებული ოცნების შესახებ ისაუბრა. თამარ ოდიკაძეს ძალიან უნდოდა გია ჯაჯანიძის გაცნობა, ტელეწამყვანმაც არ დააყოვნა და თამარს ეს სურვილი შეუსრულა.
ქალბატონი თამარი 15 წლიდან უსინათლოა და გია ჯაჯანიძის გადაცემებს ყოველთვის უსმენს. თამარმა გადაცემაში სახალისო ისტორიები გაიხსენა და მაყურებელი გაახალისა. სხვადასხვა სახალისო ისტორიის მოყოლის პარალალურად, ბაბი კირკიტაძემ თქვა, რომ უსინათლო თამარს მანქანაც კი აქვს ნატარები.
„15 წლის ვიყავი, როდესაც მხედველობა დავკარგე. თვალები მტკიოდა, გავცივდი და ანთება დამემართა თვალებზე. ჩემი მშობლები ძალიან მეცოდებოდნენ. მერე ვეღარ ვხედავდი კარგად და ვიფიქრე, დავხუჭავ თვალებს, სულ უსინათლო რომ გავხდე, თუ გავიარო მეთქი. მერე მართ^ლა დავკარგე მხედველობა..
ვერავინ ვერაფერს მატყუებს. ერთხელ თანამშრომელმა მთხოვა თამრიკო 2 კვერცხი მომახარშინეო და თურმე დაუდგია ინდაური მოსახარშად. ამოვიღე ინდაური, ჩავდე 2 კვერცხი.
უსინათლომ მანქანაც კი ვატარე. ჭიათურიდან ჩამოვედი ზესტაფონამდე. ასე მოწი „რული“, ისე მოწი „რული“, ვმართავ და მოვდივარ“, – ამბობს თამარ ოდიკაძე.
ბაბი კირკიტაძემ გადაცემაში თქვა, რომ თამარის ოცნებაა იფრინოს. „მე შევპირდი, რომ ერთ დღეს ამასაც ვიზამთ აუცილებლად“, – თქვა ბაბიმ.