“საოჯახო საქმეები ძალიან მიყვარს და ეკაც ამყვა ყველაფერში” – მომღერალი გია დავითიანი უცნობი ისტორიების შესახებ საუბრობს

გადაცემა „დღის პოსტს“ მომღერალი გია დავითიანი სტუმრობდა, რომელმაც აქამდე უცნობი ისტორიების შესახებ ისაუბრა. საოჯახო საქმეები ძალიან მიყვარს და ეკაც ამყვა ყველაფერში – ამბობს მომღერალი.

მან „ალილოს“ გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ანსამბლი 25 წლის იუბილეს აღსანიშნად ემზადება.

„მე 45 წლის ასაკში დავიწყე სიმღერა. ამაში ძალიან დიდი დამსახურება აქვს დედაჩემს. გადასარევად უკრავდა დედა და ბავშვობიდან მესმოდა მუსიკა. წლების განმავლობაში დაგროვდა ეს ყველაფერი..

მე უფრო ინსტრუმენტალური მუსიკისკენ ვიყავი მიდრეკილი. საქსოფონი ჩემთვის ძალიან საყვარელი ინსტრუმენტია. ერთ გაკვეთილში ვისწავლე საქსოფონზე დაკვრა“, – ამბობს გია დავითიანი.