რატომ გახდა უწყინარი ფლირტი ხატია შამუგიას განქორწინების მიზეზი

ხატია შამუგიამ განქორწინების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პირველ მეუღლესთან დღემდე მეგობრობს, რადგან სწორ დროს დაშორდნენ ისინი ერთმანეთს.

ხატიამ ასევე თქვა, რომ გურამ ლომიძეს დაშორდა იმის გამო, რომ ის სხვა ქალს ეფლირტავებოდა.

„ისეთ დროს გავიყარეთ, რომ შევძელით მეგობრობის შენარჩუნება. შეურაცხყოფების მიყენებაზე რომ გადადიხარ, მერე ძალიან რთულია აპატიო. პატარა ფლირტში გამოვიჭირე ჩემი პირველი მეუღლე…

მე მჯერა გურამიკოსი, ეს იყო ნამდვილად ფლირტი, თუმცა ფლირტი, რომელიც აუცილებლად გადაიზრდებოდა ურთიერთობაში. როცა გვერდით გყავს მეუღლე, გინდა მესიჯი მისწერო სხვას, როცა ფლირტი გაქვს სხვა ადამიანთან, იმ მეუღლისგან უნდა წახვიდე. მე დღემდე ასე მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე,“ – აღნიშნა ხატია შამუგიამ.