მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა გამომწერების კითხვებს პასუხობს. ნანუკამ გულშემატკივრებისგან უამრავი თბილი კომენტარი მიიღო. გამომწერის კითხვები კი ძირითადად მის ოჯახს ეხება.
ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა, ვისი სახელი დაარქვა ნანუკამ იკას.
„კახას ძმის და ჩემი უახლოესი მეგობრის, რომელიც ძალიან მიყვარდა“, – პასუხობს მას ნანუკა.
„ბავშვებმა შეცვალეს შენი და კახას ურთიერთობა?“, – კითხულობს ნანუკას ერთ ერთი გამომწერი.
„კი, მთელი ყურადღება, სითბო და ყურადღება მათკენ მივმართეთ, მანამდე ერთმანეთს „ვადნებოდით“.
„ჩანს, რომ მეუღლე ძალიან გიდგათ გვერდით“, – აღნიშნავს ერთ-ერთი გამომწერი.
„ჩემი უდიდესი იმედია, სულ ჩემ გვერდით დგას“, – პასუხობს ნანუკა.
„ორივე ერთად თუ ტირის, როგორ უმკლავდები?”, – კითხულობს ერთ-ერთი გამომწერი.
„ვათენებთ საძინებელსა მისაღებს შორის სირბილში მე და კახა“, – სიცილით პასუხობს ნანუკა.