ქართველი ემიგრანტი კობა ძიგრაშვილი, რომელსაც შტატებში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ „ფეისბუკ-ჯგუფ“ „ჩვენ ამერიკაში“ ქართველი ემიგრანტი გიორგი ნიკოლაიშვილი წერს.
გიორგი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულო კობას მოძებნაში.
„ყველას გილოცავთ Arakhamiia Makrine-ს პოსტს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა, კობა ძიგრაშვილი ცოცხალია ჰოსპიტალშია და ოჯახსაც ესაუბრა უკვე. მადლობა თეონა არახამიას, ნათია ნუცუბიძეს, სალომე ნუცუბიძეს, ია ბაიარდს, ნიკა ბოჭორიშვილს, მილენა ბურდულს და უამრავ გულანთებულ ქართველს, ვინც ეს დღეები კობას ეძებდა“, – წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.