ცნობილი მომღერალი – ჯესიკა სიმპსონი, იმ ადამიანების რიცხვს შეუერთდა, რომლებიც ფანებთან ყველაზე გულახდილები არიან და ყველაზე რთულ საკითხზეც ახერხებენ მათთან საუბარს. 40 წლის ვარსკვლავმა სექსუალურ ძალადობაზე მან კეტრინ შვარცნეგერის პოდკასტში ისაუბრა.
როგორც ირკვევა ბავშვობაში გადატანილი ძალადობა მის გონებაში დღემდე რთულ სურათს ხატავს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მაინც მოახერხა იმ ადამიანისთვის პატიება, რომელმაც ეს ტკივილი მიაყენა. რვა წლის წინ კი, როცა მას შემთხვევით შეხვდა, ეს ყველაფერი პირადად უთხრა.
“მე მასთან მივედი და ვუთხარი, ვიცოდი იმ ფაქტის შესახებ, რომ თავადაც გახდა ძალადობის მსხვერპლი მასზე უფროსი მამაკაცისგან,” – აღნიშნა ჯესიკამ.