7-წლიანი პაუზის შემდეგ, მომღერალმა ნინო ღავთაძემ კვლავ გადაწყვიტა, საკუთარი მუსიკის შექმნა გააგრძელოს.
რატომ აღარ წერდა სიმღერებს და რას საქმიანობდა ამ დროის განმავლობაში – მომღერალმა „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრა.
„ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში ვიყავი, სიმღერებს აღარ ვწერდი, ხალისი და სტიმული არ მქონდა, იყო პირადული თემები, რომლებმაც ცოტა ხელი შემიშალა.
საღამოობით რესტორანში ვმღერი, თუმცა საავტორო სიმღერებს აღარ ვქმნიდი..
ამ ბოლო დროს კომპლექსი გამიჩნდა, არ ვახსოვარ ადამიანებს, არც ჩემი სიმღერები ახსოვთ-მეთქი.
სიმღერებს სპეციალურად არ ვწერ, ეს ჩემი ცხოვრების პატარ-პატარა ლეიტმოტივები და ჩემი სულიერი მომენტია.
პირად ურთიერთობას რომ ვასრულებ, მერე იწერება ყველაფერი კარგი. როდესაც შეყვარებული ვარ, ჩემს გრძნობებზე ვარ გადართული და ყველაფერი მავიწყდება“, – აღნიშნა მომღერალმა.