UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია მალე გოგონას მშობლები გახდებიან.
სასიხარულო ინფორმაცია წყვილმა საზოგადოებას სწორედ ილია თოფურიას ლეგენდარული გამარჯვების შემდეგ შეატყობინა. ახლა კი, ორსული ჯორჯინა უზკატეგუია სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს მორიგ ფოტოს უზიარებს წარწერით: “ჩემი პატარა პრინცესა“.