სერია A-ს 26-ე ტურში, „სასუოლოსთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა. ხვიჩას ბრწყინვალე თამაშს უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა.
კვარაცხელიას ფოტო გააზიარა მისმა მეუღლემ, ნიცა თავაძემაც, რომელიც ფეხბურთელის ყველაზე დიდი გულშემატკივარია.