15 წლის იყო, როდესაც პირველად გამოჩნდა კინოეკრანზე სოსო ჩხეიძის ფილმში “მეთხუთმეტე გაზაფხული”. მას შემდეგ იყოს სულ რაღაც 2 ფილმი, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი სახე შექმნა ორივეში, ისე ბრწყინავს თავისი განუმეორებელი სილამაზით, ქართველი მაყურებლის გულში სამუდამოდ დაიდო ბინა.
რამდენიმე დღის წინ საქართველო საყვარელ მსახიობს, ხათუნა კოტრიკაძეს გამოეთხოვა – ის 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის შვილმა, გოგა გოგიამ სოციალურ ქსელში ხათუნას აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს ფოტო მისთვისაც უცნობი იყო:
“აღმოვაჩინე დედაჩემის უცნობი (ჩემთვისაც) ფოტო” – წერს გოგა გოგია.