ანასტასია ჯეირათმა მაყურებელი ეკრანზე გამოჩენისთანავე მოხიბლა. ერთ-ერთ სერიალში მონაწილეობის შემდეგ, ამჟამად ანასტასია „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანია. მის სილამაზეზე ხშირად ამახვილებენ ყურადღებას მისი თანაწამყვანებიც.
ამჯერად, ანასტასიას შესახებ სახალისო ვიდეოს თავად გადაცემის ფეისბუკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს, აღწერით:
„ანასტასიას რეაქცია, როცა ვიდეოს ვუღებთ, მაგრამ კითხვას არ ვუსვამთ – ანასტასია იმდენად ლამაზია, რომ ჩვენი ციფრული მიმართულების მენეჯერი კითხვას ვერ უსვამს, აზრებს ვერ უყრის თავს“.
ვიდეოს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს „რუსთავი 2“-ის ციფრული მიმართულების მენეჯერი ზაკ მირიანაშვილიც და წერს:
„ხალხო, ისეთი ლამაზია ეს გოგო, კითხვას ვერ ვუსვამ. შემოულაწუნე, მამაო, მემართება“, – წერს ზაკ მირიანაშვილი.