თათა გიორგობიანი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, რამდენად არის მზრუნველი მეუღლე:
„ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ჩემმა მეუღლემ უნდა თქვას, მაგრამ ვცდილობ, მზრუნველი ვიყო, როცა დრო მაქვს, მინდა, მე გავაკეთო ბევრი რამ. შეგვიძლია, საჭმელი გამოვიძახოთ, მაგრამ მირჩევნია, ჩემი ხელით მოვამზადო, მე ვიტრიალო სახლში და გავიღო ენერგია ჩემი ოჯახისთვის.
ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ეს მუდმივად ვერ ხერხდება და დახმარებაც მჭირდება, მაგრამ მიყვარს სახლში ფუსფუსი და მზრუნველობის გამოჩენა. ადრე ცოტა მიჭირდა, მაგრამ ახლა ადამიანისადმი სითბოს გამოხატვაც ვისწავლე…“