ქართველმა მომღერალმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა, რომელიც ოთხი წლის შემდეგ ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა, გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთი შეკითხვის საპასუხოდ, გაიხსენა ემოციური ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნა მისმა ოჯახმა ოთხ მოზარდზე.
ალექსანდრე ზაზარაშვილი:
„პატარაობიდან ტაძარში დავდიოდი, სტიქაროსანი ვიყავი.. ერთხელ დედამ შვილი მამას ჩააბარა, რათა გაეზარდა, დაახლოებით ჩემი ასაკის იყო, 6-7 წლის, ძალიან დავმეგრობდით და მახსოვს, როგორ დამებადა ეს იდეა.. ახალი წელი მოდიოდა და მინდოდა საჩუქარი გამეკეთებინა, ვკითხე – „რა გაგიხარდება ყველაზე მეტად?“
ასეთი პასუხი გამცა: „ისეთი რამ მინდა, რაც ვერასოდეს მექნება, მინდა ოჯახი მყავდეს“, როდესაც ეს მითხრა, შოკში ჩავვარდი.. მინდოდა, ჩვენთან წაგვეყვანა, თუმცა მამაოს მიეჩვია და მისი წაყვანა ვერ შევძელით.. ამის შემდეგ მშობლებს დაველაპარაკე, მინდოდა ბავშვი აეყვანათ“
ალექსანდრე ზაზარაშვილის დედა:
„ალექსანდრემ მითხრა, დედა, გთხოვ, ვინმე ბავშვს დავეხმართო.. ერთ ბავშვზე დავთანხმდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ოთხ ბავშვს დასჭირდა დახმარება, რაზედაც თავიდან უარი ვუთხარი, რადგან ძალიან რთული იყო.. მაგრამ ოჯახში რომ მივედით და ვნახეთ, რა პირობებში იყვნენ, ალექსანდრეს ვუთხარი, დღესვე წავიყვანო-თქო, სიხარულისგან ტირილი დაიწყო“