მიხეილ მურვანიშვილის სახელობის სურამის N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სკოლის ადმინისტრაცია ამავე სკოლის მოსწავლის გარდაცვალების შესახებ წერს:
„სიტყვები უძლურია იმ უბედურების გადმოსაცემად, რომელიც თავს დაგვატყდა… დღეს გლოვის ზარი დაირეკა ჩვენთვის… სიკვდილს რა ხელი აქვს შენთან, ჩვენო სათნო და კეთილო ანგელოზო, ნინი“, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.