ქეთა ბაღაშვილი ქალების ცნობილი ჯგუფის Beauty Lab-ის დამფუძნებელია, სადაც ქალები თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტების შესახებ უამრავ საჭირო ინფორმაციას ეცნობიან, თუმცა ქეთა ბოლო დროს საზოგადოების დიდმა ნაწილმა განსხვავებული კონტენტით გაიცნო.
ბოლო ორი კვირაა “ტიკტოკის” ქართულ სივრცეში გაჩნდა ახალი ტრენდი – ხევსურ ბიჭებსა და მთის სიმღერებზე. ამ თემის ტრენდად ქცევა კი ქეთას უკავშირდება.
ის რამდენიმე დღეა, რაც აშშ-დან საქართველოში ჩამოვიდა (ქეთა ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს განათლებას) “ტიკტოკის” მომხმარებლებმა კი ნახეს ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორც დახვდა მას აეროპორტში ყვავილებით ამ ტრენდის ერთ-ერთი გმირი, დათა დარიაშვილი.
სოციალურ ქსელში ბევრი ფიქრობს, რომ ქეთა და დათა შეყვარებულები არიან, თუმცა როგორც თვითონ განმარტავენ, ეს ყველაფერი “ტიკტოკის” ტრენდის ნაწილია და მათ შორის მხოლოდ მეგობრობაა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი იმასაც წერს, რომ ქეთა დაქორწინდა.ამ თემაზე მან “ფეისბუქში” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს:
“სამართლიანობა მოითხოვს, საჯაროდ განვაცხადო, რომ არ გავთხოვილვარ, არც ვთხოვდები, არც საჯარო და არც ფარული გულს სწორი – არც მთის, არც ბარის არა მყავს და რომ ყველა მსგავსი შინაარსის ვიდეო იმ ტრენდის ნაწილია, რომელიც ბოლო 16 დღეა ურყევად იკავებს პირველ ადგილს ტიკტოკზე, რომელმაც მხოლოდ ჩემს პლატფორმაზე ამ ბოლო 16 დღის განმავლობაში დააგროვა 53 მილიონი ვიდეო ნახვა და ჩემს პროფილს გაუჩინა 5.5 მილიონი უნიკალური მაყურებელი.
გააცოცხლა ძველი ქართული სიმღერები, ხალხი დააახლოვა საკუთარ ფესვებთან და ერთმანეთთან, გოგონებს გაუჩინა მეტი თავდაჯერებულობა. – ასევე ბევრი სხვა რამ, რაზეც უფრო ვრცლად მოგვიანებით დავწერ.
თუმცა ამასთანავე, შექმნა არაჩვეულებრივი სოციალური კვლევის და დაკვირვების საშუალება, სადაც კიდეც ერთხელ ნათლად გამოჩნდა, როგორ უყვარს ჩვენ საზოგადოებას ქალების ანტაგონისტებად გამოყვანა და როგორ ნებისმიერ კონტექსტში ყველაფერი “ქალის ბრალია”, – წერს ქეთა ბაღაშვილი