რას წერს ბოლო დღეების “ტიკტოკის დედოფალი”, ქეთა ბაღაშვილი ახალ ტრენდსა და პირად ურთიერთობებზე

350

ქეთა ბა­ღაშ­ვი­ლი ქა­ლე­ბის ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფის Beauty Lab-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, სა­დაც ქა­ლე­ბი თა­ვის მოვ­ლი­სა და სი­ლა­მა­ზის პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ უამ­რავ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ეც­ნო­ბი­ან, თუმ­ცა ქეთა ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ტენ­ტით გა­იც­ნო.

ბოლო ორი კვი­რაა “ტი­კტო­კის” ქარ­თულ სივ­რცე­ში გაჩ­ნდა ახა­ლი ტრენ­დი – ხევ­სურ ბი­ჭებ­სა და მთის სიმ­ღე­რებ­ზე. ამ თე­მის ტრენ­დად ქცე­ვა კი ქე­თას უკავ­შირ­დე­ბა.

ის რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც აშშ-დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და (ქეთა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იღებს გა­ნათ­ლე­ბას) “ტი­კტო­კის” მომ­ხმა­რებ­ლებ­მა კი ნა­ხეს ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორც დახ­ვდა მას აე­რო­პორ­ტში ყვა­ვი­ლე­ბით ამ ტრენ­დის ერთ-ერთი გმი­რი, დათა და­რი­აშ­ვი­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ქეთა და დათა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა რო­გორც თვი­თონ გან­მარ­ტა­ვენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი “ტი­კტო­კის” ტრენ­დის ნა­წი­ლია და მათ შო­რის მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზო­გი­ერ­თი იმა­საც წერს, რომ ქეთა და­ქორ­წინ­და.ამ თე­მა­ზე მან “ფე­ის­ბუქ­ში” პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერს:

“სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს, სა­ჯა­როდ გან­ვა­ცხა­დო, რომ არ გავ­თხო­ვილ­ვარ, არც ვთხოვ­დე­ბი, არც სა­ჯა­რო და არც ფა­რუ­ლი გულს სწო­რი – არც მთის, არც ბა­რის არა მყავს და რომ ყვე­ლა მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ვი­დეო იმ ტრენ­დის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ბოლო 16 დღეა ურ­ყე­ვად იკა­ვებს პირ­ველ ად­გილს ტი­კტოკ­ზე, რო­მელ­მაც მხო­ლოდ ჩემს პლატ­ფორ­მა­ზე ამ ბოლო 16 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აგ­რო­ვა 53 მი­ლი­ო­ნი ვი­დეო ნახ­ვა და ჩემს პრო­ფილს გა­უ­ჩი­ნა 5.5 მი­ლი­ო­ნი უნი­კა­ლუ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი.

გა­ა­ცო­ცხლა ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, ხალ­ხი და­ა­ახ­ლო­ვა სა­კუ­თარ ფეს­ვებ­თან და ერ­თმა­ნეთ­თან, გო­გო­ნებს გა­უ­ჩი­ნა მეტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. – ასე­ვე ბევ­რი სხვა რამ, რა­ზეც უფრო ვრცლად მოგ­ვი­ა­ნე­ბით დავ­წერ.

თუმ­ცა ამას­თა­ნა­ვე, შექ­მნა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის და დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­დაც კი­დეც ერთხელ ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რო­გორ უყ­ვარს ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქა­ლე­ბის ან­ტა­გო­ნის­ტე­ბად გა­მოყ­ვა­ნა და რო­გორ ნე­ბის­მი­ერ კონ­ტექ­სტში ყვე­ლა­ფე­რი “ქა­ლის ბრა­ლია”, – წერს ქეთა ბა­ღაშ­ვი­ლი