სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი და 4 შვილის დედა, მსახიობი თაკო ტაბატაძე, შეყვარებულს სპორტსმენ ნუგზარ სპანდერაშვილს დაშორდა.
წყვილის სოციალურ ქსელში გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, თაკო საჯაროდ ხშირად დებდა ფოტოებს რჩეულთან ერთად, თუმცა უკვე ნუგზართან ერთად გადაღებული არც ერთი ფოტო თუ „სთორი“ მის სოციალურ ქსელში არ იძებნება.
“დაიჯესტი” მსახიობს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პირადზე საუბარი არ სურს.
“ჩემი ცხოვრებაა და არ მინდა ამაზე საუბარი“, – თქვა მან.