ილია თოფურიას გაღებული ქველმოქმედების შესახებ ბერი ანდრიას ფონდი ინფორმაციას გვიზიარებს.
როგორც ფონდი წერს, ილია თოფურიამ ბრწყინვალე გამარჯვებიდან მიღებული თანხით ერთ-ერთი მათი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.
ბერი ანდრიას ფონდი ილიას ოჯახზეც წერს და აღნიშნავს, რომ ისინი ქველმოქმედებაში ხშირად არიან ჩართული.
„ჩვენი ფონდის მეგობრების გამარჯვება ყოველთვის გვახარებს! განსაკუთრებით, მაინც ჩვენი კეთილი ნების ელჩის გამარჯვებებით ვხარობთ!
შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, ორი ქვეყნის – საქართველოსა და ესპანეთის სასახელო სპორტსმენმა, ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურიამ საოცნებო გამარჯვებიდან მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.
ილიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია ჩვენი თინათინის ბერი ანდრიას დედის, ყრმობის მეგობარია. ქალბატონი ინგა, მეუღლესთან ზაზა თოფურიასთან და შვილებთან ერთად, წლებია ევროპაში ცხოვრობს. მანძილი მეგობრობობისთვის დაბრკოლება არ გახლავთ – ხშირად გვკითხულობს და საქართველოში ჩამოსული, აუცილებლად გვსტუმრობს.
კეთილი, ყურადღებიანი მშობლების აღზრდილი შვილის საქციელი არ გაგვკვირვებია, გვიხარია და გვეამაყება, რომ MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია “EL Matador” თოფურია, ჩვენი ფონდის გამორჩეული კეთილი ნების ელჩია.
მრავალი წარმატება ილიას!“ – აღნიშნულია ბერი ანდრიას ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.