მომღერალი წყვილი – ანი ღლონტი და თორნიკე მაისურაძე, მსმენელს სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებენ მეგობრების წრეში შესრულებულ დუეტებს.
ამჯერად, დავით თორაძის უკვდავ სიმღერას ასრულებს „ქარი კვლავ არხევს“. აღსანიშნავია, რომ ისინი სიმღერას ასრულებენ ანსამბლ „ჰერიოს“ წევრებთან ერთად, ამავე ანსამბლის წევრია თავად თორნიკე მაისურაძეც.
„არაამქვეყნიური ხმებია, ბრავო!“; „მშვენიერია, სულის მალამოა“, „საოცარია“ – წერენ სიმღერით მოხიბლული სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში.