22 მარტს, რუსეთში მომხდარ თავდასხმას მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
მისი განცხადებით, ტერორიზმს გამართლება არცერთ შემთხვევაში არ აქვს და უიარაღო ხალხთან ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან.
„ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრს ვინც ამ ტრაგედიას გუშინ შეეწირა ან დაშავდა!
საშინელება მოხდა გუშინ მოსკოვში და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ტერორიზმს გამართლება არცერთ შემთხვევაში არ აქვს! უიარაღო ხალხთან ესე იქცევიან მხოლოდ ლაჩრები!“, – წერს ზურა ხაჩიძე.