საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე ბუდუ ზივზივაძეზე, მისი მეუღლე, ნინი კვერნაძე „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, ბუდუ ძალიან ყურადღებიანი მეუღლე და მამაა.
„ძალიან კარგი მამაა, ძალიან მეხმარება შაის აღზრდაში. 21-ში მატჩის შემდეგ, იმდენი მოლოცვები მივიღეთ, მეორე საღამოს ძლივს დავდეთ ტელეფონი ოჯახის წევრებმა. მე ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“,- ამბობს ნინი კვერნაძე.