ათენში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის სპეციალურად შექმნილი „ფეისბუქ“ გვერდი იუწყება, რომ საბერძნეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქე ნინო გოჩელაშვილი ნაპოვნია და თავს კარგად გრძნობს.
„სასიხარულო ამბავი! ვიპოვეთ! #გააზიარეთ
04.08.20 ათენში ახარნონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 23:00 საათისთვის დაკარგული საქართველოს მოქალაქე ნინო გოჩელაშვილი ამ დილით კოლონაკში აღმოაჩინა ჩვენმა თანამემამულე ფერიდე ლაგაძემ და როგორც ნინოს დედა იტყობინება თავადვე დაეხმარა სახლში დაბრუნებაში რისთვისაც ოჯახი მადლობას უხდის ქალბატონ ფერიდეს.
დიდი მადლობა ყველას ვინც თუნდაც გააზიარეთ აღნიშნული განცხადება და ხელი შეუწყეთ ჩვენი თანამემამულის პოვნას. განსაკუთრებული მადლობა კი ქალბატონ ფერიდეს ასეთი გულისხმიერებისთვის!“ – ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.