“ეს იყო მისი სიყვარული, რაშიც ხელი შევუწყვე – ცეკვა გამოძახილია იმისი რაც გააკეთა…“

ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი გამორჩეული გმირის, ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის დედამ, რუსუდან გეგეშიძემ გადაცემაში „პრაიმშოუ“ ბუდუს ბავშვობის წლებზე ისაუბრა.

„ბავშვობიდან ვეუბნებოდი, რომ თუკი შენ ფეხბურთი პროფესიულ გზად აირჩიე, შენს უკან დგას ქვეყანა-თქო, აბა შენ იცი – სულ ამას ვეუბნებოდი. ის 120 წუთი ჩემთვის 120 საუკუნე იყო… მადლობა ბუდუს და ბიჭებს, ყველას.

ბავშვობაში წყნარი იყო, ახლაც წყნარი და მშვიდია, ცეკვა გამოძახილია იმისი, რაც გააკეთა… ცეკვაზე დადიოდა ცოტა ხანი. ძალიან პატარა იყო ჭადრაკზე შევიყვანე და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა.

ერთი ხელით ბუდუ მიმყავდა ფეხით ვარჯიშზე და მეორე ხელში შეშა მეჭირა. მიუხედავად 90-იანი წლების საშინელი პირობებისა, ერთი ვარჯიშიც არ გაგვიცდენია.

ეს იყო მისი ოცნება, სიყვარული, რაშიც ხელი შევუწყვე და არ მეგონა, ამდენს თუ მიაღწევდა“,- ამბობს ბუდუს დედა.